• სვეტიცხოველი-სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი ოდითგანვე იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა. სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურულ ანსამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. 
  • ჯვრის მონასტერი-ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობები.
  • ანანურის კომპლექსი-საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ძეგლებიდან ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. მასში თავმოყრილია, როგორც სამხედრო, საკულტო, ისე საერო დანიშნულების ნაგებობები. საქართველოს ტერტორიაზე ძნელია მოიძებნოს ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული ძეგლი. ანანურის ანსამბლში დომინანტობს ღვთისმშობლის სახელობის, დიდი გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. 
  • გერგეტის სამება-გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. გერგეტის სამება ადრე “მცხეთის სამკაულის” სახიზარს წარმოადგენდა. აქ ესვენა წმინდა ნინოს ჯვარი. დღეს იგი მამათა მონასტერია.


                                         

                      

ყაზბეგი საქართველო
1 დღე
ID: IN16
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • სვეტიცხოველი
  • ჯვრის მონასტერი
  • ანანურის კომპლექსი
  • დარიალის ხეობა
  • გველეთის ჩანჩქერი
  • გერგეტის სამება
  • ჯუთა
მსგავსი ტურები