• სამთავისი — ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალსსამთავისიდან გავემგზავრებით გორში, სადაც მოვინახულებთ სტალინის მუზეუმს.
  • ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ატენის ხეობაში, მდ. ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოიხატა XI საუკუნისის II ნახევარში. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით განირჩევა რამდენიმე მხატვრის ხელი. 
  • უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება. 


სამთავისი, ატენი, უფლისციხე საქართველო
1 დღე
ID: IN34
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • მუზეუმის ბილეთი
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • სამთავისი
  • ატენი
  • უფლისციხე
მსგავსი ტურები