• ბოლნისის სიონი-ბოლნისის სიონი ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურა, გამოირჩევა ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობით - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა. ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის თანხვედრას ქრისტიანული სამყაროს სხვა  ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც.
  • დმანისი- ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.  მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Erectus-ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

                                         

                        


                           

ბოლნისი - დმანისი საქართველო
1 დღე
ID: IN11
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • ბოლნისის სიონი
  • დმანისის არქეოლოგიური მუზეუმი.
მსგავსი ტურები