დღე 1: თბილისი-ომალო

დღე 2: ომალო-ქუე

მარშრუტი იწყება თუშეთის ცენტრიდან, ომალოდან.  გაივლის სოფელ ომალოს და ეშვება ქუეში – პირიქითის, გომეწრის და ჩაღმის თემების გზაგასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენე ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე – ღელეზე.

“ღელე” ტრადიციულ თუშეთში წარმოადგენდა თუშეთის ოთხივე თემის საყრილობო ადგილს.

ღელედან გზა მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობს დართლოს მიმართულებით. დართლო დიდი ხანია ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურული ანსამბლით და მიმზიდველი ლანდშაფტით.

დღე 3: დართლო-კვავლო

სოფელ დართლოდან სამანქანე გზით ავდივართ სოფელ დანოში, საიდანაც გზა გადადის კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდულსახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით. სოფელ კვავლოდან ჩავდივართ სოფელ დართლოში და იგივე გზით ვბრუნდებით სოფელ ქვემო ომალოში.


თუშეთი საქართველო
3 დღე
ID: IN62
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • სამჯერადი კვება
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • დამატებითი მომსახურებები:
  • ცხენის ქირაობა
ღირსშესანიშნაობები:
  • ქვემო ომალო
  • ქუე
  • ღელე
  • დართლო
  • დანო
  • კვავლო
მსგავსი ტურები