დღე 1: თბილისი-დავით-გარეჯა-ბოდბე-სიღნაღი

  • დავით-გარეჯა-ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. 
  • ბოდბე-ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სასულიერო ცხოვრებაში. მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს – ირგვლივ მუხის ხეებით დაბურული გორაკებია, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით ალაზნის ველისკენ იხსნება. აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა. 
  • სიღნაღი-სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და „თავშესაფარს“ ნიშნავს. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

დღე 2: სიღნაღი-ალავერდი-გრემი-ნეკრესი-ყვარლის ტბა-თბილისი

  • ალავერდი-ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან . მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე. დღესდღეობით ალავერდის ტაძარში იქ მოღვაწე ბერების მიერ იწარმოება ქართული ღვინო და სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობა. 2007 წლიდან ალავერდის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.
  • გრემი-გრემი ფეოდალური ხანის კახეთის ერთ - ერთი სავაჭრო - ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფო დედაქალაქი გახდა. გრემი სამი ნაწილისგან შემდგარი კომპლექსია: მთავარანგელოზთა ეკლესია, სამეფო რეზიდენცია და სავაჭრო უბანი. დღეს იგი მამათა მონასტერს წარმოადგენს
  • ნეკრესი-ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.


კახეთი საქართველო
2 დღე
ID: IN12
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • დავით-გარეჯას კომპლექსი
  • ბოდბე
  • სიღნაღი
  • ალავერდი
  • გრემი
  • ნეკრესი
  • ყვარლის ტბა
მსგავსი ტურები