დღე 1: ვანი-ქუთაისი

მოვინახულებთ-ვანის ნაქალაქარს(ძველი ქალაქი დღევანდელი ვანის განაპირა ბორცვზე, რომელიც ახვლედიანების გორის სახელითაა ცნობილი. მრავალწლიანი შესწავლის შედეგად მოპოვებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მასალა, რომელიც მოწმობს ქალაქის უწყვეტ არსებობას), სწორედ ამ უნიკალური მასალის გაცნობის საშუალება გვექნება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში(მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით). ამის შემდეგ ვესტუმრებით იმერეთის გულს-ქუთაისს. მოვინახულებთ-მოწამეთას მონასტერს, ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერსა და აკადემიას. საშუალება გვექნება დავათვარიელოთ ულამაზესი პრომეთეს მღვიმე და, ასევე, გადავადგილდეთ მღვიმეში ნავით.( პრომეთეს მღვიმე არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონში უნიკალური სახეობაა. ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.)

 დღე 2: ჭიათურა

მეორე დღეს გავემართებით ჭიათურისკენ, სადაც მოვინახულებთ კაცხის სვეტს(სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო). ასევე, ვესტუმრებით ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს (მუზეუმში დაცულია გამყინვარებამდე წყალში მცხოვრებ ცხოველთა გაქვავებული სხეულები. დაცულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ექსპონატები).


იმერეთი საქართველო
2 დღე
ID: IN60
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • ვანის ნაქალაქარი
  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმი
  • მოწამეთას მონასტერი
  • ბაგრატის ტაძარი
  • გელათის მონასტერი
  • გელათის აკადემია
  • პრომეთეს მღვიმე
  • კაცხის სვეტი
  • ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მსგავსი ტურები