•  მეტეხის ეკლესია-იგი ღვთისმშობლის შობის სახელზეა ნაკურთხი . მეტეხის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპისაა და VI-VII  საუკუნეებით დარიღდება. მის შესახებ პირველი ცნობები კი XII ს-ში გვხვდება.ტრადიციული რწმენით მეფ ევახტანგ I გორგასალმა აქ  ეკლესია და ციხე-სიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი,  რომელიც ძველ ქართულად "არე-მარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. აქვე დგას ვახტანგ გორგასლის ძეგლიც.
  •  აბანოთუბანი -  საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.  სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
  • ნარიყალა - უძველესი დროის ციხე-სიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხე-სიმაგრე  V საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

  • სვეტიცხოველი-სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი ოდითგანვე იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა. სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურულ ანსამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. 

  • სამთავროს მონასტერი-სამთავროს XI საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარი, ამჟამად წმინდა ნინოს დედათა მონასტერია. მდებარეობს საქართველოს ძველ დედაქალაქ, მცხეთაში. ამ წმინდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა,  კაბადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა, ნინომ.

  • ჯვრის მონასტერი-ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობები.


               

თბილისი - მცხეთა საქართველო
1 დღე
ID: IN10
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • მუზეუმის ბილეთები
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • მეტეხის ეკლესია
  • აბანოთუბანი
  • ნარიყალას ციხე-სიმაგრე
  • სახელმწიფო მუზეუმი
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
  • სამთავროს ეკლესია
  • ჯვრის მონასტერი
მსგავსი ტურები