• სამების საკათედრო ტაძარი- მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი თბილისში.
  • მეტეხის ეკლესია-იგი ღვთისმშობლის შობის სახელზეა ნაკურთხი . მეტეხის ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპისაა და VI-VII საუკუნეებით დარიღდება. მის შესახებ პირველი ცნობები კი XII ს-ში გვხვდება. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. აქვე დგას ვახტანგ გორგასლის ძეგლიც.
  • აბანოთუბანი-საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.
  • ნარიყალა- უძველესი დროის ციხე-სიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხესიმაგრე IV საუკუნეშიდაფუძნდა როგორც "შურის ციხე"ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
  • თბილისის დიდი სინაგოგა-მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელს არის აგებული. იგი 1932 წლიდან საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად არის გადაკეთებული

  • თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარითბილისისსიონი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემოკალაში, სიონის ქუჩაზე.

  • ანჩისხატის ბაზილიკა თბილისში დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი საეკლესიო ნაგებობააეკლესიის დღევანდელი სახელწოდება დაკავშირებულია 1664 წელს სამხრეთ საქართველოდანანჩის მონასტრიდან აქ ჩამოსვენებულ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატთან. ეს ხატი, ქართული ჭედურობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

თბილისი საქართველო
1 დღე
ID: IN35
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • მუზეუმის ბილეთები
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • სამება
  • მეტეხი
  • აბანოთუბანი
  • ნარიყალა
  • სიონი
  • ანჩისხატი
  • სახელმწიფო მუზეუმი
მსგავსი ტურები