დღე 1: თბილისი-მცხეთა

პირველ დღეს ვეწვევით საქართველოს ძველ დედაქალაქს-მცხეთას. მოვინახულებთ არსებულ ღირსშესანიშნაობებს: XI საუკუნის ჯვარგუმბათოვან ტაძრებს, სვეტიცხოველსა და სამთავროს. სვეტიცხოველშია დაფლული ქრისტიანთათვის  უმნიშვნელოვანესი ორი სიწმინდე -უფლის კვართი და ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სამთავრო კი ქართველთა გამაქრისტიანებელს, წმ.ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ადგილას დაიდო ბინა წმ. ნინომ, როდესაც იგი ქართლში შემობრძანდა. აქ მოხდა არაერთი ადამიანის განკურნება სხვადასხვა სენისგან. ასევე ვეწვევით შიომღვიმისა და ჯვრის მონასტრებს. შიომღვიმის კომპლექსის ისტორია უკავშირდება ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთ-შიო მღვიმელს. წმინდანმა ცხოვრების ბოლო 15 წელი თავისივე ამოთხრილ ორმოში გაატარა. აქვეა მისი საფლავი. მცხეთის ჯვრის მონასტერი მცხეთის პირდაპირ, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავს გადმოჰყურებს.

დღე 2: სვანეთი

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულებთ ზუგდიდში არსებულ დადიანების სასახლესა და ვლაქერნის სახელობის ტაძარს. დადიანების მუზეუმში ინახება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორიცაა: ნაპოლეონის ნიღაბი, სხვადასხვა სამხედრო თუ ნუმიზმატიკური კოლექცია, ხელნაწერი ექსპონატები. სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, წმინდანთა წმინდა ნაწილები.

დღე 3: უშგული

მესტია-უშგულის გზაზე მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს, ლამარიას ციხე-კოშკს, სოფელ კალას. ვეწვევით უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. გავეცნობით სვანურ წეს-ჩვეულებებსა და ადათ-წესებს.

დღე 4: ქორულდის ტბა

საფეხმავლო ტური ქორულდის ტბაზე. ტბა მდებარეობს ზღ.დ-დან 2850 მ-ზე. ამ ადგილიდან საშუალება გვექნება გადავხედოთ ზემო სვანეთის სოფლებსა და ენგურის ხეობას, ასევე, კავკასიონის მყინვარებს, შხარა, თეთნულდი, უშბა, ლაილა და სხვა.  საღამოს ვეწვევით ჰაწვალს, სადაც დავაგემოვნებთ სვანურ ტრადიციულ კერძებს.

დღე 5: ქუთაისი

გავემგზავრებით იმერეთისკენ. მოვინახულებთ ქუთაისში არსებულ ღირსშესანიშნაობებს. ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერს, მოწამეთას მონასტერსა და სათაფლიის  მღვიმეს.

დღე 6: ქუთაისი-თბილისი.  თავისუფალი დღე. ვახშამი რესტორანში.

დღე 7: თბილისი

დავათვარიელებთ საქართველოს დედაქალაქ, თბილისს. ვეწვევით სამების საკათედრო ტაძარს. იგი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია საქართველოში. მეტეხის ეკლესია ისტორიულ უბან, მეტეხში მდებარებს. იგი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და ცენტრალურ ჯვარ-გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. მისი მთავარი სიწმინდე წმ.შუშანიკისა და წმ.აბოს საფლავებია. ასევე, მოვინახულებთ ისტორიულ უბნებს და არსებულ ღირსშესანიშნაობებს. ნარიყალას ციხიდან გადმოვხედავთ ღამის თბილისს.


       




7 დღიანი ტური საქართველო
7 დღე
ID: IN17
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • სამჯერადი კვება
  • მუზეუმის ბილეთები
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • მესტია
  • უშგული
  • ქუთაისი
  • თბილისი
მსგავსი ტურები