დღე 1: თბილისის ტური

  • სამების საკათედრო ტაძარი- მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი. სამების ტაძარი აშენდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად. იგი ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება-მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგან.
  • აბანოთუბანი-საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. სახელწოდება ძველთაგანვე უკავშირდება ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. 
  • ნარიყალას ციხე-სიმაგრე-უძველესი დროის ციხე-სიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხე-სიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". ციხე-სიმაგრე რთული სისტემის თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. 

დღე 2:მცხეთის ტური

  • სვეტიცხოველი-XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
  • სამთავროს მონასტერი-XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა.
  • შიომღვიმის მონასტერი- მონასტერი VI საუკუნის II ნახევარის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, შიომ დააარსა. 
  • ჯვრის მონასტერი- მონასტერი მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დღე 3:იმერეთის ტური

  • კაცხის სვეტი-სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა. 
  • მოწამეთას მონასტერი-მონასტერი აგებულია ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების მიერ. მათ თავი ქრისტიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.
  • ბაგრატის ტაძარი-ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.
  • გელათის მონასტერი-ქართული ხურთმოძღვრების ანსამბლი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

დღე 4: სამეგრელოს ტური

  • მარტვილის კანიონი-სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია.
  • დადიანების სასახლე-მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები

დღე 5: სვანეთის ტური

  • მესტია-ქართული ხუროთმოძღვრებისა ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. 

დღე 6: უშგული

  • უშგული-გამოირჩევა დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ტიპით. ძეგლები ძირითადად განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შიძლება ითქვას, რომ უშგული მუზეუმია ღია ცის ქვეშ.

დღე 7: ქორულდის ტბა

  • ქორულდის ტბა-ტბა ზრ.დ-დან 150 მეტრზე მდებარეობს. გამოირჩევა თავისი პანორამული ხედებით, რომელიც მთელ სვანეთსა და კავკასიონზე იშლება.

დღე 8: შიდა ქართლი

  • უფლისციხე-კლდეში ნაკვეთი ქალაქი, წარმოადგენს კავკასიის ერთ-ერთ უძველეს დასახლებასა და საქალაქო ცენტრს. 

დღე 9: ყაზბეგის ტური

  • გერგეტის სამება-კომპლექსი ზღ. დ-დან 2200 მეტრზე მდებარეობს. წარმოადგენს გუმბათოვანი ტიპის ტაძარს. ათწლეულების განმავლობაში აქ ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი, რომლითაც იგი ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა საქართველოში.

დღე 10: თავისუფალი დრო


“საქართველო, ლამაზო” საქართველო
10 დღე
ID: IN18
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • თბილისი
  • მცხეთა
  • ქუთაისი
  • სამეგრელო
  • სვანეთი
  • შიდა ქართლი
  • ყაზბეგი
მსგავსი ტურები