ტურის ტიპი: საფეხმავლო (ქვეითი)

ტურის სახეობა: ეკო-ტური

მარშრუტის სიგრძე: 17 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგრძლივობა: 6 სთ (ერთი მიმართულებით)

მარშრუტის სიმაღლეები: საწყისი/საბოლოო 1440/1340 მ

უმღლესი ნიშნული: 1770 მ

სასურველი პერიოდი: 1მაისი-15 ოქტომბერი

ტურისტული მარშრუტი იწყება მესტიის მთავარი გზისა და ეცერის თემის გზის გასაყართან. გაივლის სოფ. ქურაშს, სადაც მდებარეობს წმ. გიორგის სახელობის ტაძარიბილიკი ისევ აღმართში მიდის, მიაღწევს 1770 მეტრიან ნიშნულს. ტაძრიდან სოფ. ებუდამდე ბილიკი სხვა და სხვა გარემოში გადის - ზოგჯერ ბუჩქნარში, რომელსაც ძირითადად იელი ქმნის, ბუჩქნარს ტყე ენაცვლება, ტყეს კი მცირე მდელოები ცვლის. სწორედ ასეთი მდელოებიდან მოჩანს მარშრუტის სავიზიტო ბარათი მწვერვალი უშბა. რომელიც სოფ.ებუდთან მთელი თავისი მშვენიერებით წარმოგიდგებათ.ბილიკი სწორედ სოფლის შუაგულში გადის, სადაც სვანური სოფლის ცხოვრების უშუალო მონაწილე ხდებით. ებუდიდან გამოსული კვეთთ მცირე მდ. მხელდას და ადგებით ბილიკს, რომელსაც ჩაყავხართ სოფ. დოლში. აქედან მარშრუტი მიუყვება სოფ. მაზერისკენ მიმავალ  გზას, სადაც მდებარეობს მჟავე წყალი. წყაროდან ბილიკი კვლავ ტყისკენ იღებს გეზს. ბილიკს აღმართში მიყავხართ, ჩრდილოეთით მწვერვალი უშბა და ბეჩოს თემის სოფლები მოჩანს, სამხრეთით კი სვანეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალით - ლაილა.


 

სვანეთი საქართველო
5 დღე
ID: IN67
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • საჭირო აღჭურვილობა
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • მესტია
  • უშგული
  • ქორულდის ტბა
მსგავსი ტურები