თუ თქვენ ხართ ღვინის მოყვარული, წყვილი, რომელსაც დროის რომანტიკულ გარემოში გატარება სურს ან ჯგუფი, რომელიც თავგადასავალს ეძებს, მაშინ “შატო მუხრანი” სწორედ ის ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმროთ. 

აღმოაჩინეთ ქართული სამეფო ოჯახის ისტორია და ლეგენდები, შეიგრძენით სიძველის სურნელი და დააგემოვნეთ პრემიალური კლასის ღვინო.

თქვენ საშუალება გექნებათ განახორციელოთ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა აქტივობები:

  • მოინახულეთ ივანე მუხრანბატონის სასახლე, ბაღი, საჯინიბო და ღვინის უნიკალური სარდაფები;
  • აღმოაჩინეთ შატოს ღვინის დაყენების ხელოვნება;
  • გაისეირნეთ “შატო მუხრანის” ვენახებში;
  • მოინახულეთ ”შატო მუხრანის” ღვინის ქარხანა;
  • ისიამოვნეთ ქართული კერძებით;
  • შეიძინეთ საუკეთესო ღვინო სპეციალურ ფასად.
დამატებითი მომსახურება:
  • ჩურჩხელების ამოვლება;
  • თონეში პურის გამოცხობა;
  • არყის გამოხდა;
  • საჯირითო ტურები ინგლისური და არაბული ჯიშის ცხენებით 
"შატო მუხრანი" საქართველო
1 დღე
ID: IN65
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • დაზღვევა
  • ღვინის დეგუსტაცია
ღირსშესანიშნაობები:
  • ივანე მუხრანბატონის სასახლე
  • ბაღი
  • საჯინიბო
  • ღვინის უნიკალური სარდაფები
მსგავსი ტურები