დღე 1: თბილისი-ომალო

დღე 2: ომალო-კესელო-ქუე-ომალო

მარშრუტი სოფელ ქვემო ომალოდან იწყება და სოფელ ზემო ომალოს გავლით მიემართება კესელოს ციხისკენ. ციხის და ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ შესაძლებელია გადასვლა ქუეზე. ქუე სოფელ ომალოსთან ფიჭვნარი ტყით გარშემორტყმულ მინდორს ეწოდება. ქუეს გადასახედიდან შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება.  ქუეს გადასახედიდან ნიამორების დანახვა საღამოს საათებში უფრო ადვილია (17:00 – 19:00).

დღე 3: ომალო-ღელე-დართლო

მარშრუტი სოფელ ომალოდან იწყება და  ეშვება ქუეში – პირიქითის, გომეწრის და ჩაღმის თემების გზაგასაყარ მინდორზე. აქედან წითელთის ფიჭვნარი ფერდობის საცხენე ბილიკით ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე – ღელეზე.“ღელე” ტრადიციულ თუშეთში წარმოადგენდა თუშეთის ოთხივე თემის საყრილობო ადგილს.ღელედან გზა მიუყვება წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ ფერდობს დართლოს მიმართულებით. დართლო დიდი ხანია ყურადღებას იპყრობს თავისი არქიტექტურული ანსამბლით და მიმზიდველი ლანდშაფტით.

დღე 4:დართლო-დანო-კვავლო-ღელე-ომალო

სოფელ დართლოდან საცხენოსნო ბილიკით ავდივართ სოფელ დანოში, საიდანაც გზა გადადის კვავლოში. ბილიკს გადმოჰყურებს კვავლოს პირამიდულსახურავიანი კოშკი. სოფელი გაშენებულია კლდოვანი მთის კალთებზე. უბნები დაკავშირებულია ქვით ამოშენებული ბილიკებითა და გაჭრილი გასასვლელებით. სოფელ კვავლოდან ჩავდივართ სოფელ დართლოში და იგივე გზით ვბრუნდებით სოფელ ქვემო ომალოში.

დღე 5: დართლო-გირევი

დართლოდან ბილიკი მიუყვება მდინარე პირიქითა ალაზნის მარხენა სანაპიროს. მარშრუტი გადის შემდეგ სოფლებზე: ჭეშო და ფარსმა, მარშრუტი სრულდება სოფელ გირევთან.

დღე 6: გირევი-თბილისი

დღე 7: თბილისის ტური

საცხენოსნო ტური საქართველო
7 დღე
ID: IN24
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • მთები
  • ხეობები
  • უძველესი სოფლები
  • ტბები
  • მდინარეები.
მსგავსი ტურები