ნარიყალა - უძველესი დროის ციხე-სიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ციხე-სიმაგრე V საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხე-სიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.
სვეტიცხოველი-სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საქართველოს რელიგიურ ცენტრს, რადგან იგი ოდითგანვე იყო საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს ეკლესიის მეთაურთა, კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა. სვეტიცხოველს მცხეთის არქიტექტურულ ანსამბლის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს.
სამთავროს მონასტერი-სამთავროს XI საუკუნის პირველი ნახევრის ტაძარი, ამჟამად წმინდა ნინოს დედათა მონასტერია. მდებარეობს საქართველოს ძველ დედაქალაქ, მცხეთაში. ამ წმინდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაბადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა, ნინომ.
ჯვრის მონასტერი-ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობები.