650 ლარიდან
იტალია
რა ვნახოთ იტალიაში ? რომში ჩასულმა აუცილებლად უნდა მოინახულოთ რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმი - ყველაზე თვალსაჩინო ამფი-თეატრი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო და გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 50 000 ადამიანზე მეტს იტევდა.კოლიზეუმუს შემდეგ. სანახავი მართლაც ბევრია - პანთეონის ტაძარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბორგეზე და ცესტიუსის პირამიდა. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ღირშესანიშნაობებისა, რაც რომში გელით. არ უნდა გამოტოვოთ წმინდა პეტრეს ტაძარი. ეს რანგით მეორე ტაძარია. აქ არის დაკრძალული პეტრე მოციქული და ტაძარი ქრისტიანობის ერთ ერთ უწმინდეს ადგილადითვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ულამაზეს ტაძარში არსებული ფრესკები მიქელანჯელოს მიერაა შესრულებული. ბოლოს, როცა დარწმუნდებით რომ რომის ყველა ღირშესანიშნაობა მოინახულეთ, ფონტანა ტრევის ეწვიეთ. ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში. დაგვერწმუნეთ, ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად შადრევანში, ტურისტები დაახლოებით 3000 ევროს ყრიან. აუცილებლად სანახავი ადგილები 1.FONTANA DI TREVI 2.FONTANA AQUA PAOLA 3.VATICAN 4.COLESEUM 5.წმ. პეტრეს ტაძარი 6. მუზეუმი პაპის სასახლეში : სიქსტის კაპელა მიქელანჯელოს მოხატული ჭერი და კედლები.რაფაელის ოთახები ღიაა ყოველ დღე, კვირის გარდა 09:00დან 16:00 მდე. Chorus--ულამაზესი ბარი მწ პეტრეს ტაძართან მიმავალ პროსპექტზე , განთქმულია არამხოლოდ ულამაზესი ხედებით, არამდედ ყველაზე ცნობილი“ ბარმენით“ გასინჯეთ Blood Max & Japanese . ასევე მათი განთქმული სკტეიკი ტარტყარი პარმიჯანოს ნაყინით ღიაა საღამოს 19:00 დან. ფლორენცია: ფლორენცია - მდიდარია თავისი ისტორიით. ფლორენცია უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაში, განსაკუთრებით მისი არქიტექტურით და ხელოვნებით. შუა საუკუნეების ვაჭრობის და ფინანსური ცენტრი იყო. ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის აკვნად. ქალაქი მილიონობით ტურისტს იზიდავს და 1982 წელს გამოცხადდა მსოფლის კულტურულ მემკვიდრეობად. ფლორენცია ცნობილია როგორც მსოფლიოს ერთ - ერთი ულამაზესი ქალაქი. მან გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. ფლორენცია არის საუკეთსოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში და ბევრი მას იტალიის კულტურულ დედაქალაქად მიიჩნევს. ის ასევე მრავალი ისტორიული პიროვნების სამშობლოც იყო. მაგალითად: დანტე, ბოკაჩო, ბოტიჩელი, ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ეკატერინე მედიჩი, რობერტო კავალი და ა. შ. ფლორენციაში საქალქაო ტრანსპორტი საკმაოდ მოწესრიგებულად მოძრაობს, არის ავტობუსის, ტრამვაისა და ტროლეიბუსის უამრავი ხაზი, მგზავრობის ფასები კი 2 ევროდან იწყება. ფლორენციაშიც დაახლოებით იგივე კლიმატია, რაც ვთქვათ რომში, ანუ ნესტიანი ჰავაა. ქუჩები მოწესრიგებულია, თუმცა არც იმდენად, რომ ციურიხში ან ჟენევაში გეგონოთ თავი, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათ ძალიან უმნიშვნელოა, იმ სილამაზესთან შედარებით, რასაც ფლორენციაში ნახათ. მოკლედ, ფლორენცია, შუა საუკუნეების ათენი, როგორც მას ეძახიან, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ. 1. სანტა მარია დელ ფიორე(დუომო) არქიტექტურულ შედევრთა შორის უპირობოდ პირველ ადგილზეა . 2. პალაცო ვეკიო 3. უფიცის გალერეა. 4. სანტა მარია დელ ფიორე 5. ნეპტურის შადრევანი 6. სანტა კროჩეს ბაზილიკა 7. სინიორიის მოედანი 8. ბობოლოს ბაღები 9. ბაზილიკა სანტა მარია 10. პონტე ვეკიო ვენეცია იტალიის ერთერთი ყველაზე სანახაობრივი ქალაქი ვენეცია , რომელიც 118 პატარა კუნძულზე არის გაშენებული და ერთმანეთს არხებით და ხიდებით უკავშირდება. აქ შეხვდებით 160 არხს და 369 ხიდს. ამ ქალაქში ვერ ნახავთ ვერც ავტომობილს,ავტობუსს და ვერც ტრამვაის , მაგრამ შეგიძლიათ დატკბეთ იქაური სილამაზით. იქ ავტომობილის ფუნქცია ბორანებსა და გონდოლებს აქვს შეთავსებული.ასევე გასაკვირია ისიც ,რომ აქ სხვა გადაადგილების საშუალებას ვერ შეხვდებით. იქ ასევე შოპინგისთვისაც დიდი შესაძლებლობები გაქვთ. სუვენირების არჩევანიც ძალზედ დიდია. ვენეციაში შეგიძლიათ უამრავი ნიღბის, მსოფლიოში განთქმული მურანოს შუშის კრისტალებისა და ხელით მოქარგული ქსოვილების შეძენა. სან მარკოს მოედანზე,7 ქუჩა გადის, ესენია:Merceria, Frezzeria, Vallaresco, Via XXII Marzo,Campo San Luca, Campo Santo Stefano-სადაც დაუსრულებლად შეგიძლიათ ისეირნოთ. Museo For Tuni-ვენეციური არისტოკრატიიის სამკაულების დასათვალიერებლად, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. კასტელო ვენეციის პოპულარული უბანია სადაც განთავსებულია ბიენალეს ძირითადი საექსპოზიციო სივრცეები.კასტელო იწყება „ამოსუნთქვების“ ხიდიდან და გრძელდება სან ზაქარაიას და სან ჯორჯოდეი გრიჩისკენ. არსენალამდე (ყველაზე დიდი შუასაუკუნეების პორტი) დღეს ერთერთი ყველაზე პოპულარული სასეირნო ადგილია. აუცილებლად სანახავი ადგილები: 1.სან მარკოს ბაზიილიკა 2.სან მარკოს მოედანი 3.სანტა მარია დელა სალუტეს ბაზილიკა 4.არსენალე 6.რიალტოს ხიდი დოჟების ვენეციური სასახლე გოთიკური ხელოვნების ნიმუში გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსია უამრავი შენობისგან შემდგარი. ეს სასახლე ზუსტად თქვენი მოედნის Piazzale Del roma- ს მოპირდაპირე ქუჩაზეა, აუცილებლად უნდა ნახოთ .მანძილი დაახლოებით 2 კმ. ასევე თქვენთან ახლოს არის ძალიან საყვარელი კინომატოგრაფიული კაფე .Chioggia
3323
ბალი-ინდონეზია
ბალი // ინდონეზია -3323 ლარიდან სამოგზაურო პერიოდია 10-17 ნოემბერი გამგზავრება თბილისიდან ა/კომპანია Qatar Airways ტრანსფერით გადაადგილება სასტუმროს მიმართულებით,განთავსება სასტუმროში 7დღე/6ღამე Kuta Paradiso Bali Hotel-საუზმით https://www.booking.com/hotel/id/kuta-paradiso.en-gb.html
123 ლარი
ტროპიკული კინძული ბერლინში
ტროპიკული კუნძული -ბერლინი <3 არასდროს ყოფილხართ ტროპიკებში?და ვერც იფიქრებდით რომ ცივ გერმანიაში ტროპიკები არსებობს? გაგიკვირდებათ და ტროპიკები ბერლინშია! წარმოიდგინეთ ბერლინიდან სულ რაღაც 1სთ-ის მანძილზე ტროპიკებია და იქ საოცრად გაერთობით. ტროპიკული აკვაპარკი, რომელიც ფართობით თავისუფლების ქანდაკებას იტევს. ამ დიდ ტერიტორიაზე განთავსებულია, აკვა პარკი, არიზონას ჯუნგლები, შოპინგ მოლი,ადგილი კემპინგისთვის, სასტუმრო,საუნა, სპა,დაივინგ ცენტრი,სათავგადასავლო ჯუნგლები,ტროპიკული კლუბი ბავშვებისათვის, უამრავი ატრაქციონი და ა.შ. ტროპიკულ კუნძულს შეგიძლიათ ესტუმროთ, როგორც ერთჯერადად , ასევე შეგიძლიათ განთავსდეთ სასტუმროში ან კარავში. 1 სრული დღე აკვაპარკსა და ჯუნგლებში გართობა 132 ლარიდან იწყება . ადგილები შეზღუდულია მუდამ და გირჩევთ წინასწარ შეძენას <3 დაგვიკავშირდით : ☏ 595 80 80 63 ☏ 249 22 44 ( შიდა: 103 ) ✉ info@inextravel.ge www.inex.travel tagTag photopinAdd locationpencil
401 ლარი
ბუდაპეშტი
819 ლარი
ბუდაპეშტი-პრაღა
547 ლარიდან
სტამბოლი
840 ლარიდან
ემირატები
დუბაი
ხმელთასუა ზღვის კრუიზი
2330
➽ Mediterranean Cruise - ხმელთაშუა ზღვის კრუიზი ➽ ბარსელონა ● კორსიკა ● ჩივიტავეკია ● გენუა ● მილანი ➽ სრული პაკეტი: 2330 ლარი ➽ პერიოდი: 06 ნოემბერი - 11 ნოემბერი (6დღე / 5ღამე) MSC FANTASIA ★★★★★ (FB) https://goo.gl/UD88R5 Ⓗ Ronda Hotel ★★★ (BB) https://goo.gl/WJ85Sj Ⓗ Mercure Milano Regency ★★★★ (BB) https://goo.gl/axvus6
დაწვრილებით